Thursday, 16 April 2020
Collateral damage of masculine exchanges between Georgian state and the church
I started reading the new testament recently. Wanted to find some answers to COVID-19 and whether the most sacred book for Georgian Christians could provide any guidance that our religious establishment is not able to. I am a moderate believer; I go to church occasionally. I believe in human goodness and kindness, and I believe in doing no harm. I also believe these core principles are in full compatibility with the Christian religion.
Human nature dictates that when the crisis strikes we all look for shelter. The recent history of independent Georgia (and the history of the country) can attest to many such cases, including when the church has been a shelter for the nation (myths and legends from history books also argue that the Christian religion saved us from multiple VISIBLE enemies).
The crisis of COVID-19 though as alien as it is, exposes the clear needs for the Church to reinvent its role in saving the Georgian nation, but also confirms the inability of the church to unify around the crisis and show much care for its most vulnerable people: those with the most unfavourable health conditions, hundreds of thousands living below the poverty line, and more hundreds of thousands dismissed from their daily jobs without access to basic healthcare and livelihoods.
It remains unclear as to why the Georgian church is so very adamant for gathering mass crowds in the name of God. It is even more unclear as to why the government is leaving the space of Church operations unregulated and untouched under the State of Emergency declaration.
There are clear signs, however, that the Georgian government is avoiding a confrontation with the Church. What is even more disturbing is that the medical community are put at the front lines of bickering with the Church’s political establishment and to take punches. Abandoned by the state on one side, and the Church officials chanting for crowd gathering on the other - medical officials are using scaremongering as they are left with no other means or support to persuade people to stay home to avoid spread of the virus.
The political games between the Government and the Church are not new. We have all seen the attempts of both instrumentalizing the religion and manipulating those most vulnerable. Both the state, and the church are competing for the audience, to win over the support of the nation. The latter needs crowded churches that can help to demonstrate high levels of trust people have in the established institution of Church, whilst the previous is concerned with maintaining its good performance rates - so vital for the upcoming elections later this year.
Meanwhile, ordinary Georgians are facing a dilemma: trust in survival by evidence and medical science (very little trust given how little attention has been given to the healthcare reforms in the country for decades), or trust in survival through faith (familiar but not many are actually convinced their faith is strong enough to avert the virus as an INVISIBLE enemy).
Some Church officials seem very much up for squabbles. They seek for confrontation, not avoidance of it. They look for provocations, not sidestepping from it. Though the government’s response is to ignore such immature actions of “church politicians”, we need more leadership, so we feel this country is run by elected individuals, not a bunch of church appointed officials.
And the only collateral damage in the game of masculine exchanges between the state and the church are us, ordinary citizens, forgotten in the battle for power and control, pushed away from the state, far beyond the comfort of Orthodox Christianity - into agony and confusion for what is next.
Thursday, 13 August 2015
სამართალმა გლახო ჭამა სიღნაღში! რეცეპტი იმისა რომ ქართულმა სამართალმა ყბაში არ მოგიქციოს
ამას წინათ ვწერდი ერთი ჩემი ნაცნობის შესახებ რომელიც გამოყენებული იქნა ქურდობის აღსასრულებელ იარაღად სიღნაღის რაიონის სოფელ ყარაღაჯში (ყარაღაჯი ადმინისტრაციული მართვის თვალსაზრისით მიეკუთვნება სიღნაღის რაიონის გამგეობას რაც იმას გულისხმობს რომ აღნიშნული რაიონის სასამართლო და პროკურატურა ახორციელებს 'სამართლის აღსრულებას' ამ ტერიტორიაზე).
ახლაც, ჩემი ბლოგის ფოკუსია გახა მენთეშაშვილი (გლახო) - რომელსაც სიღნაღის რაიონის სასამართლომ შეუფარდა წინასწარი აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობის სახით. მან ორი თვე გაატარა წინასწარ პატირობაში. მიუხედავად იმისა რომ სიღნაღის პროკურატურამ და ამავე რაიონის სასამართლომ იცოდა და დოკუმენტურად ჰქონდა მტკიცებულება იმის შესახებ რომ გლახო არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (იღებდა პენსიას სახელმწიფოსგან).
აღნიშნული ფაქტის შესახებ და გლახოს დასახმარებლად თხოვნით მე პირადად მივმართე რიგ ადამიანის უფლებათა დამცავ ორგანოებს, რომელთა დახმარება შემოიფარგლა 'სამართლებრივი კონსულტაციით' - კანონიდან ამონარიდის განმატებით, რომელიც იმაში მდგომარეობდა რომ გლახოს ექპერტიზა უნდა ჩატარებოდა (აღნიშნული ექსპერტიზა გლახოს სახელმწიფომ არაერთხელ ჩაუტარა რადგან ამავე სახელმწიფომ მას პენსია დაუნიშნა მრავალი წლის წინ).
რეალური ფაქტი გლახოს დანაშაულისა კი იმაში მდგომარეობს რომ იგი დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული იქნა როგორც უშუალო ამსრულებელი (გადააპარეს და უშუალოდ გამოატანინეს ღვინო სადგომიდან). უფრო მეტიც, მისი გონებრივი შეზღუდული შესაძლებლობა იმას მიათითებს რომ გლახო ვერ აცნობიერებდა ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, ხოლო ისინი ვინც დაავალა მას საცხოვრებელ სადგომში გადასვლა და ღვინის მოპარავა, იყენებდნენ მის მდგომარეობას იცოდნენ რა რომ გლახო მათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.
ქურდობაში მონაწილეობდა 3 სხვა პირი, რომლებიც არა მხოლოდ არ არიან მიცემული პასუხისგებაში, არამედ ისინი სრულიად თავისუფლად და სინდისის ქეჯნის გარეშე განაგრძობენ არსებობას.
2 თვიანი პატიმრობის დასრულების შემდეგ სიღნაღის პროკურატურამ და მისმა ჯიბის აღმასრულებელმა სასამართლომ იმის ნაცვლად რომ დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო საქმე დახუროს და გააუქმოს გლახოს უსჯიან 6 თვიან იძულებით მკურნალობას.
აქვე მინდა ნათელი მოვფინო თუ ვინ არიან სიღნაღის რაიონის სასამართლოს ბეჯითი და სამართლის სადარაჯოზე მდგომი მოსამართლეები. ირაკლი ბონდარენკო - თავმჯდომარე; სხვა დანარჩენი მოსამართლეები: შორენა ყაველაშვილი; ვალერიან ბუგიანიშვილი; გიორგი ბუხრაშვილი.
ამავე სიღნაღის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი არ მგონია ასეთი საქმეებით ინტერესდებოდეს, მისი ინტერესი უფრო უძრავ ქონებას უკავშირდება და კახეთის მიწებს როგორც ჩანს მისი საპარლამენტო გვერდიდან.
იციან იზიყელებმა მიწის ფასი! ოღონდ, ამავე ქიზიყელებმა ადამიანის ფასი არ იციან. არც იმის ფასი იციან თუ რა არის სამართალი და სამართლიანობა. ღირებულება ადამიანურობისა და ღირსებისა. კითხვა რომელიც აქვე მიჩნდება არის - რომელიმე ზემო მოყვანილმა მოსამართლემ განსაკუთრებით კი მან/მათ ვინც გლახოს კრიმინალად ჩამოყალიბებაში (და დანარჩენი თანაამსრულებლების უდანაშაულოდ გასაღებაში!!!) დიდი როლი შეასრულა - თუ აქვს გაცნობირებული ზემოთ მოყვანილი ღირსების ცნების მნიშვნელობა?
სამართალმა იზეიმა იმათ სახლშიც ვისი ღვინოც იქნა მოპარული. ყველას დააინტერსდება როგორ სძინავს ამ ოჯახის 4 სულს მშვიდად როდესაც ერთი სრულიად უსაფრთხო და მშვიდი, კეთილი გლახო კრიმინალად იქნა გასაღებული ხოლო მისი ცოლი, ამავე დაზარალებულების გვერდით სახლში ტახტზეა დასვებენული. ხვალ ან ზეგ ალბათ გასვენებაში წავლენ და ხაშლამას და შილა ფლავს მათი სახლიდან მოპარულ ღვინოს დააყოლებენ რათა დაულოცონ გლახოს ცოლს ღმერთთან მიმავალი გზა.
გლახოს საქმეზე ყველა იმ ინსტიტუტს დავუკავშირდი საქართველოში ვისი შეწუხებაც შემეძლო, ვისაც ვიცნობდი, ან არ ვიცნობდი. სადაც მეგობრობები მეგულებოდა. ვისაც ევალება ასეთი საქმით დაინტერესება. ომბუდსმენი; ჩემი საწევრო ორგანიზაცია - იქ სადაც პროფესიულად გავიზარდე და რომლის ხელმძღვანელობას პირადად აქვს გამოცდილი საკუთარ ოჯახზე რას ნიშნავს სამართალის ძებნა; იმ ინსტიტუტებს რომლმებსაც ბევრ, ძალიან ბევრ ვალდებულებებს აკისრებს კანონი, საერთაშორისო პრინციპები და უბრალო ადამიანობა - რამით დახმარება გაუწიონ გლახოსნაირებს.
ოღონდ - ხმა მღაღადებლისა დარჩა (კვლავაც რჩება) უდაბნოსა შინა.
კითხვები რომლებიც ლოგიკური მეჩვენება ასეთ შემთხვევებში:
- რისთვის გჭირდება სამართალი და მისი ცნება ქვეყანაში თუკი იგი არაა მორგებული ქვეყნის ყველაზე უფრო მარგინალურ ჯგუფებზე?
- სამართალი პური და კარაქი კი არაა საბჭოთა კავშირის მაღაზიის ვიტრინებიდან როგორც გინდა ისე რომ მოიხმარო?
ოღონდ - ფაქტები რჩებიან:
ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამოკეტილი გლახო, რომელსაც იძულებით მკურნალობენ - მხოლოდ ქართულმა, გლახოს მჭამელმა სასამართლომ იცის რა საშუალებები გამოიყენება მის სამკურნალოდ.
გლახოს გარდაცვლილი ცოლი რომელიც სიღატაკის შემდეგ საზღვრებით დაინტერესებულ სიღნაღის რაიონის მუნიციპალიტეტს და გლახოსნაირების ჭამით სიღნაღურ, გაზულუქებულ სამართალს ემახსოვრება მხოლოდ.
კითხვები რომლებიც კვლავაც ჩნდება არის რომელი მათგანის მიღწევა მოხდა გლახოს საქმეში? ხომ არ არის ქართული სამართალი იმ ხანაში როდესაც ქართული პროკურატურის სუნიანი და დაღრეჯილი კბილები შთანთქმით ემუქრება ყველას ვინ წინ დაუდგება მას?
Friday, 13 December 2013
ჩემი ბაბოს ბურჟოვიკა, მე და 'muffin'-ი
რატომ არის დღევანდელი 'muffin' ჩემი ბავშვობის დრონდელი 'ბურჟოვიკა' და რა მსგავსებაა ბებიაჩემის გამომცხვარ სახლის ნამცხვარსა და სხვა მაღალი თრენდის კაფეში ნაყიდ ლურჯი კენრკას პატარა ნაჭერს შორის
რამოდენიმე წელია ვცხოვრობ უცხოეთში. არასდროს მიფიქრია თუ ასე მომიწევდა, უბრალოდ ასე მოხდა. ცხოვრებას არ ვუჩივი, უფრო მეტიც თითქოს ყველაფერი კარგადაც მიდის. ახლახან დოქტორანტურაზეც ჩავაბარე, სამსახური გამოვიცვალე და მიუხედავად იმისა რომ დიდი ფულის პატრონი ვერ გავხდი, მაინც მიმაჩნია რომ ინტელექტუალურად კარგად მივდივარ.
ბევრი კარგი, ძალიან კარგი და არც თუ ისე კარგი ადამიანი შემხვდა ბოლო 17 წლის განმავლობაში - ეს ის დროა რაც მშობლიური სოფელი დავტოვე და ბედის საძიებლად ქალაქს გამაშურეს მშობლებმა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ ვინმემ რაიმე ძალით შემომახვია თავს, არამედ პირიქით მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ამაში ხელი მომიმართა, პირველ ყოვლისა კი ჩემს ბუნჩულა და გემრიელ მშობლებს რომლებიც სიყვარულის უცნაური ფორმების გამოხატვით მუდამ მაგრძნობინებენ რომ ჩემთან არიან.
რა შუაშია ახლა ეს 'ბურჟოვიკასთან'? იკითხავთ და მართალიც იქნებით. ბავშობა დედოფლისწყაროს სოფელ ჯაფარიძეში მაქვს გატარებული. მიუხედავად იმისა რომ მთელი 17 წლიდან ბავშვობისა მანდ 2/3 გავატარე არასდროს ვფიქრობდი რომ აქ მყარად ვარ - მუდამ მიმაჩნდა რომ იქ არ ვეკუთვნოდი. თუმცა პრობლემა იმაში არის რომ არც იქ ვეკუთვნოდი სადაც სკოლაში ვსწავლობდი სიღნაღის რაიონის სოფელში - ქვემო მაჩხაანში, არა მარტო იმიტომ რომ ძალიან ცოტა მეგობარი მყავდა არამედ იმიტომაც რომ უბრალოდ იქ არაფერი იყო ჩემი...
ხოდა ასე, ჯაფარიძის ორღობეებში ზოგჯერ სირბილის შემდეგ სახლში დაბრუნებისას ბებია დაგვახვედრებდა 'ბურჟავიკას' რომელიც იმდენად ტკბილი და გემრიელი იყო რომ მისი გემო რთული დასავიწყებელი იქნებოდა მრავალი წლის შემდეგ...
მრავალი წლის შემდეგ როდესაც კვლავაც ახლობლების გარეშე ვიქნებოდი, სრულიად უცხო გარემოში მეგობრების, ოჯახის გარეშე და როდესაც კვლავაც მექნებოდა განცდა რომ იქ არ ვეკუთვნი - მე ვიპოვიდი 'ბურჟოვიკას' 'muffin'-ის სახით რომელიც გახდებოდა ჩემი მეგობარი და გამახსენებდა ბურჟოვიკას წლებს - რომელიც მთელი ბავშობა გაგრძელდა.
ბაბომ როგორც ბებიას ქიზიყში ეძახიან, ადრეულ წლებში მასწავლა ბურჟოვიკას გაკეთება და უფრო მეტიც 1990 წლებში როდესაც საშინელი გაჭირვების ფონზე რთული იყო ბავშვებისათვის სხვა უფრო ძვირადღირებული ტკბილეულის გაკეთება, 'ბურჟოვიკა' ასრულდებდა ყველაზე გემრიელის და სანუკვარის როლს. ბევრი ახალი წელი იქნებოდა 'ბურჟოვიკათი' თანმდევი და არა მხოლოდ ჩემი ბაბო იქნებოდა მისი გაკეთების მასტერი, არამედ მრავალი მისი ასაკის სხვა ბაბოები რომლებიც აგრეთვე თავინთი შვილიშვილების გახარებას შეეცდებოდნენ.
ბურჟოვიკას გაკეთება არ იყო რთული და ახლა როდესაც მივირთმევ ე.წ. თრენდის ლურჯ კენკრას სანუკვარ ტკბილეულს, მახსენდება, რომ ბაბო სპეციალურ ფორმაში სვამდა ხოლმე ამ უზარმაზარ მასას. შემდეგ იჭრებოდა იგი. მრგვალი ფორმის იყო, დაახლოებით ისეთი, სამაშველო რგოლები რომ არის.
კვერცხი, ფქვილი, ცოტა შაქარი (ბევრი არ შეიძლებოდა, მუდამ შაქრის დეფიციტი იყო, ან არ იყო მაგრამ მისი ყიდვა იყო ძვირი. არც თაფლი შეიძლებოდა) ზეთი მზესუმზირის, სოდა აგრეთვე. ხო, მარილიც აუცილებლად; ბაბო მარილის გარეშე არ გამოაცხობდა ნამცხვარს, ამობდა სხვანაირ გემოს აძლევსო.
მგონი სულ ეს იყო - მერე კიდევ ხილს დაამატებდი თუ ძალიან გინდოდა...
ეს რეცეპტი არაა, ვიცი რაღაცეები გამომრჩა აქ ალბათ - ბაბოც სულ ასე ამბობდა, არ მანდობდა, შენ მარტოს როგორ განდობ-ო ამბობდა, ხან ეს გავიწყდება, ხან ისო...
საწყალი ჩემი ბებო, ამიტომაც გამაგზავნა ნამცხვრების სკოლაში ერთ ზაფხულს.
ჩემგან მაინც არ გამოვიდა მცხობელი. თუმცა ჩემი საყვარელი ბაბუკის 'ბურჟოვიკა' სულ ჩემთან დარჩა - და ყველა ნამცხვარს ჯობია რომელიც მინახავს აქამდე. მას ჩემი ბებოს გემო აქვს, მისი ხელების მოძრაობას ვხედავ მასში და მასთან მონატრებას მიქარვებს.
აი ასე, მე და 'muffin' ვმეგობრობთ - დღეს. იგი ჩემი ბავშობაა, რომელიც ასე სწრაფად გაფრინდა, ბებო წაიყვანა და ბურჟოვიკაც გააქრო.
ეს ჩემი ბაბოს, ბურჟოვიკას, 'muffin' - ის ისტორიაა 25 წლის შემდეგ.
Friday, 18 October 2013
ნარკოპოლიტიკა და ქალის უფლებები გაეროს პროგრამაში
სტატია ეხება გაეროს ქალთა უფლებების დაცვის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ სესიას ნარკოპოლიტიკასა და ქალთა უფლებებზე სადაც წარმოდგენილ იქნენ მიშელ კაზაჩკინ გაეროს სპეციალური ელჩი აივ ინფექციის და ნარკო პოლიტიკის საკითხებზე და აგრეთვე ქალი მომხმარებელი რუსეთის ფედერაციიდან რომელმაც ისაუბრა იმ სიძნელეებზე რასაც იგი და მისი თემი განიცდიან არსებული ნარკოპოლიტიკის წნეხის ქვეშ.
Monday, 13 August 2012
ყველაზე უარესი უარესებს შორის? – არის კი ადამიანის უფლებები საყოველთაო?!
გამომშვიდობებისას საოცარი სითბოთი მაცილებს ყველა. იმედი და მომავლის რწმენა მათ თვალებშია აციმციმებული.
მათთან ერთად მეც მიჩნდება რწმენა. რწმენა იმისა, რომ ადამიანის უფლებები არის საყოველთაო (იმის მიუხედავად რომ ყოველდღიურად საპირისპიროსთან მიწევს ბრძოლა)... რომ ადამიანის უფლებების, როგორც კონცეფციის ჩამოყალიბებისას საზოგადოებასა თუ სახელმწიფოთა შორის ორგანოებში, გრადაცია ადამიანებისა ნარკო-დამოკიდებულების მქონეებად, კრიმინალებად, შავებად, თეთრებად, ან სქესის მიხედვითნ არ ხდებოდა.
ყველა განურჩევლად სტატუსისა, სქესისა, განათლების დონისა და ა.შ. ერთად იმსახურებს სახელმწიფოს და საზოგადოების ემპათიას, დაცვას და კეთილგანწყობას.
10 აგვისტო, 2012 წელი
Friday, 29 June 2012
ეკა გაეროში ნარკომანიის თემაზე
http://www.unmultimedia.org/tv/webcast/2012/06/ihra-gd-thematic-reports-of-the-sg-and-hc-cont-18th-meeting.html
Thursday, 7 June 2012
სიკვდილით დასჯა უცხო ქვეყნის ნარკო პოლიტიკის ფარგლებში და საქართველოს ფარისევლური სისხლის სამართლის პოლიტიკა ქალების მიმართ ?!
'ქართველი ქალები მალაიზიაში' - ეკა იაკობიშვილის მიერ გაკეთებული კომენტარები
2011 წლის 1 იანვარი http://www.voanews.com/georgian/news/-----Malaysia-Georgia-113272524.html
2011 წლის 16 აგვისტო http://www.voanews.com/georgian/news/malaisia-jail-georgia-women-127835003.html
2012 წლის 22 აპრილი http://www.voanews.com/georgian/news/11-44-66-148450025.html
Wednesday, 6 June 2012
დისკუსია ეკა იაკობიშვილთან სტეფანია მოროზინის მიერ
საკითხები:
1. შემაშფოთებელი სტატისტიკა სასჯელაღსრულების ადგილებში მყოფი ქალებისა ნარკო დანაშაულების ბრალდებით ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში (51 ქვეყანა სულ კვლევის მიხედვით);
2. ქალი დამნაშავეები და გენდერული უთანასწორობა/თანასწორობა ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში;
3. ნარკო პოლიტიკა, სისხლის სამართლის პოლიტიკა და ქალები ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში;
ინტერვიუ ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე:
იხილეთ აგრეთვე ქვემოთ მოცემული ტექსტი:
A discussion with Eka Iakobishvili from Harm Reduction International
I was wondering whether Eka had in her mind an ideal drug policy framework , so I just asked her and her answer was that there is no ideal framework because, most importantly, ‘every jurisdiction is very different, in every country you encounter different practical issues..’. What she defended was a general ‘decriminalization and human rights framework, a human rights approach’.
Sunday, 15 April 2012
სიტყვის თავისუფლება რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სისტემაში: როგორ წყვეტს სახელმწიფო ჩვენთვის საკითხებს იმაზე თუ რა უნდა ვიცოდეთ
სტატია მხოლოდ ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე:
Russia's Free Speech and Public Health Crackdown by Eka Iakobishvili and Claudia Stoicescu - http://www.huffingtonpost.com/eka-iakobishvili/russias-free-speech-and-p_b_1265805.html
He talked about free medical care being one of the priorities of Russian citizens. But that care denied to millions of Russian people.
While Prime Minister Putin spoke glowingly of digital democracy, his anti-drugs agency is censoring websites for writing about WHO essential medicine.
"[It's over] methadone, plain and simple" said Anya Sarang, President of the Andrey Rylkov Foundation, which had its website shut down over the weekend.
The government's anti-drugs agency, FSKN Moscow Department demanded that the Andrey Rylkov Foundation's service provider block their website, utilizing new rules adopted last year. The notification states it was due to "placement of materials which propagandize (advertise) the use of drugs, information about distribution, purchasing of drugs and inciting the use of drugs"
What the Foundation was doing was spreading the word about basic HIV prevention measures and commenting on the Russian government's policies.
Amidst pro-democracy protests, the Russian authorities have taken what is an ongoing assault on HIV prevention to the next level by moving to silence public health advocates whose only infraction has been to spread life-saving information online and to criticize the government for its own failures.
Russia is home to one of the biggest populations of injecting drug users, and one of the fastest growing HIV epidemics in the world. It is estimated that there are just under two million injecting drug users in Russia. In some regions, more than 80 percent of people living with HIV in the country contracted the virus through injecting with contaminated equipment.
According to the World Health Organization, methadone is an essential medicine, for treating heroin dependence and for preventing HIV transmission by reducing the practice of injecting. Multiple scientific studies back this up.
But the Russian government's 'zero tolerance' approach to illicit drugs is well known and has resulted in the outright denial of methadone (or 'opioid substitution therapy'). It is illegal in Russia.
The net result of these policies is a massive increase in the number of people living with HIV in the country over the last decade.
"People all over the world take this medication for granted" says Sarang, "but here in Russia it's central to our struggle against HIV and it's banned. Now, even our speaking about it seems to be banned."
This is not the first time Russia has attempted to censor civil society voices for public health. At the UN General Assembly talk on HIV last March the Russian delegation tried to stop a Ukrainian drug user from speaking about HIV prevention. Fortunately, others were not happy with such censorship and the effort failed.
"The right to information is essential to realizing the right to health," said Agnes Callamard, Executive Director of ARTICLE 19, in a statement. "A government agency such as Federal Drug Control Service should not have the ability to ban websites at the whim of a bureaucrat. This is particularly so when considering the impact of censoring discussions relating to drug addiction or HIV/AIDS."
For years, human rights advocates like the Andrey Rylkov Foundation have argued that Russia's colossal failure to provide vital services is a breach of its obligation under international law to respect, protect and fulfill the right to health. The government's latest crackdown against public health activists has turned the matter into an issue of freedom of expression.
Mr. Putin says that democracy needs "efficient channels for dialogue... communication and feedback," while the government's actions silence people fighting to raise issues the government is refusing to face. This silences the spread of information. It silences the democratic process.
Tuesday, 10 April 2012
Thursday, 29 March 2012
ინტერვიუ ეკა იაკობიშვილთან რადიო ევროპის მიერ საკითხებზე, ქალთა ნარკოდანაშაულობა და ციხეები ევროპასა და ცენტრალურ აზიაში
დისკუსიის ძირითადი საკითხები:
1. პუბლიკაცია ქალები, ციხეები და ნარკომანია;
2. გენდერული თანასწორობა და რა საჭიროა ქალთა უფლებების დაცვა ციხეებში;
3. არსებობს თუ არა სპეციალური მექანიზმები ქალთა ნარკომანიის და ციხეების სფეროში მუშაობისას.
ინტერვიუ მხოლოდ ინგლისურ ენაზე: Radio Student Ljubljana 89,3 MHz
http://www.radiostudent.si/article.php?sid=31327
Thursday, 8 March 2012
სიკვდილის აჩრდილი (სტატისტიკა) ქართულ ციხეებში
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა სულ ახლახანს გამოაქვეყნა სტატისტიკა იმის შესახებ თუ რამდენი პატიმარი გარდაიცვალა საქართველოში გასული წლის განმავლობაში. კერძოდ, კი ტრიბუნაზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია მიუთითებს:
„2011 წელს სულ საქართველოში გარდაიცვალა 140 პატიმარი. მათ შორის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში 114." - აქ ალბათ გასარკვევია თუ რა სახის ადგილებში გარდაიცვლა ის 26 პირი რომლებიც პატიმრობის და საჯელაღსრულების დაწესებულებებში არ გარდაცვლილან;
ამის გარდა, სტატისტიკის სამსახურის წერილში რომელიც რელიზშია გამოქვეყნებული აღნიშნულია: ''პატიმრების გარდაცვალების მიზეზსა და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს გარეთ, კერძო თუ სახელმწიფო კლინიკაში, გარდაცვლილ პატიმართა შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური არ ფლობს და გთხოვთ მიმართოთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს.“
ცხადია მსგავსი სტატისტიკა სავალალოა ქვეყნისათვის რომელსაც 4 მილიონამდე მოსახლეც კი არ ჰყავს და რომლის ციხეთა სისტემა, თუ დავუჯერებთ "ციხეთა სამინისტროს" 'ფეისუქის' კამპანიას საოცნებო არის თითოეული მოქალაქისათვის საქართველოში. თუმცა წმინდა სტატისტიკაზე რომ ვისაუბროთ, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს რომ ამ სამინისტროს ინტერნეტ გვერდზე ჯანდაცვის განყოფილებაში რეფომების სექციაში მითითებაც კი არაა იმაზე თუ რა ხდება ან მოხდება იმ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით რომლებიც სიცოცხლის ბოლო სტადიაზე იმყოფებიან. იხილეთ გვერდი აქ: http://www.mcla.gov.ge/?action=page&p_id=88&lang=geo
ამასთან პრიორიტეტი 2012 წლისათვის ნამდვილად არის ჯანდაცვა ამ ქვეყნის ციხეებში. კერძოდ, სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებში მითითებულია (პრიორიტეტი 3):
„პირადი ექიმი ყველა პატიმარს“: ‘ ჩვენ (სამინისტრო - კომენტარი ავტორის) აქტიურად განვაგრძობთ პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის სერვისის სამოქალაქო სექტორის სტანდარტებთან გათანაბრების მიზნით ყოვლისმომცველ რეფორმებს.’
‘ამისათვის სრულყოფილად დავნერგავთ პირველად ჯანდაცვას და ყველა პატიმარს ეყოლება პირადი ექიმი. გავხსნით ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებას. მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სრული კონტროლის ქვეშ იქნება მოყვანილი;’
უფრო მეტიც კი, ინტერნეტ კვლევის გაკეთებისას სამინისტროსა და ციხეთა დეპარტამენტის ინტერნეტ გვერდზე ვიპოვე ინფორმაცია რომ: ნებისმიერ მსჯავრდებულს სისტემაში ჰყავს პირადი ექიმი, რომელიც აფასებს მის მდგომარეობას შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობის უზრუნველყოფის მიზნით;
ყოველგვარი მიზნის გარეშე იმის შესახებ რომ მოვახდინო ამ სამინისტროსა თუ დეპარტამენტის დისკრედიტაცია და ტყუილებში დავადანაშაულო ისინი, გთხოვთ იხილეთ ბმული: http://www.penitentiary.ge/cms/site_images/pdf/Samedicino_Servisebi.pdf - აქ თქვენ სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებთ იმაზე თუ როგორ სერვისებს სთავაზობენ ციხეებში პატიმრებს (კლავაც, შეგშურდებათ ისეთი სერვისებია გარეთ რომ ვერასდროს მიიღებთ!).
საქმე იმაშია რომ, ციხეებში სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაციას ვერ მიიღებთ პირდაპირ შესაბამისი ინსტიტუციიდან; მსგავსის ინფორმაციის მოძიება უბრალოდ სამინისტროს ან დეპარტამენტის ინტერნეტ მისამართებზე შეუძლებელია, ისინი აქ არ არსებობენ. მიზეზი კი სავარაუდოდ იმაშია რომ ეს არის ნეგატიური ინფორმაცია, და უმჯობესია საზოგადოება პოზიტიური ინფორმაციით იკვებოს იმის შესახებ თუ რამდენად მომღიმარი სახეებით ხდება სამედიცინო მომსახურეობა ციხეებში (იხილეთ სამედიცნო მომსახურეობის ბრიფინგები ზემოთ მოცემულ ბმულებზე);
საკითხი დგება იმის შესახებ გამოაქვეყნებს თუ არა სამინისტრო 2011 წელში გარდაცვლილი პირების გარდაცვალების შესახებ დეტალურ ანგარიშებს და მოხდება თუ არა ინდივიდუალური ახსნა განმარტება გარდაცვლილის ახლობლებისა და ოჯახებისათვის იმისა თუ რა იყო მიზეზი კონკრეტულ შემთხვევებში გარდაცვალების. თუმცა, ეჭვი იმასთან დაკავშირებით რომ ავადმყოფობის საფუძველზე გათავისუფლება ციხეებიდან გადახედვასა და რეფორმებას საჭიროებს კვლავაც აქტუალური რჩება. ეს უფრო მეტიც, უკავშირდება ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის რეფორმირებას და ვიდრე ჩვენ რეფორმებს ვახორციელებთ 140 ადამიანი 22 601 -იან ციხეში ისე 'გვაკვდება' ვერაფერსაც რომ ვერ ვიგებთ (ინფორმაცია ბმულიდან: http://www.penitentiary.ge/index.php?action=page&p_id=106&lang=eng).
ციხეებში სიკვდილიალობაზე საქართველოს ყოფილი და მიმდინარე ომბუდსმენები საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდნენ. ნახეთ საპარლამენტო და სპეციალიზირებული ანგარიშები აქ: http://www.ombudsman.ge/index.php?page=21&lang=0#; აგრეთვე: http://www.ombudsman.ge/index.php?page=22&lang=0;
უფრო მეტიც, მიმდინარე ომბუდსმენმა მოახდინა ჯანდაცვის საკითხებზე სპეციალური ანგარიშის პრეზენტირება, სადაც პირდაპირი რეკომენდაციები გასწია შესაბამისი სამინისტროებისა და სხვა ინსტიტუციებისათვის ქვეყანაში მეტი ყურადღება გაამახვილონ ჯანდაცვის საკითხებზე დახურულ დაწესებულებებში. (იხილეთ: http://www.ombudsman.ge/files/downloads/ge/ktifezlljkytwmwbpggc.pdf); გარდა ამისა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო ათეულობით საქმეზე მსჯელობს საქართველოს წინააღმდეგ ჯანდაცვის საკითხებზე ციხეებში (ნახეთ: http://www.echr.coe.int/ECHR/homepage_en).
ინტენსიურ რეკომენდაციებს იძლევა აგრეთე ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი თავის ზოგად რეკომენდაციებში ციხეებში სიკვდილიანობაზე: http://www.cpt.coe.int/en/documents/eng-standards.pdf
როგორც ჩანს ხმა მღაღადებლისა რჩება უდაბნოსა შინა, ამიტომ უბრალო ინტერესის გამო შევეცადე პატარა კვლევა გამეკეთებინა იმაზე თუ რა კლავთ ადამიანებს ციხეში; და ხომ არ არის ქართული ციხეთა სიკვდილიანობა მოგონილი ამბავი რაზეც პიარ კამპანიებს ვახორციელებთ ჩვენ.
აღმოჩნდა რომ სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვაგვარად უდგებიან იმ საკითხს თუ რა შეიძლება იყოს სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ციხეებში. მაგალითად,
· დიდ ბრიტანეთში ციხეებში 2011 წლის განმავლობაში მოხდა 189 სიკვდილი, აქედან 57 იყო თვითმკვლელობა; ხოლო 108 -ს შემთხვევაში თითოეულ საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა; მეტი ინფორმაციისათვის ნახეთ: http://inquest.gn.apc.org/website/statistics/deaths-in-prison
იგივე წლის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში იყო 88,179 პატიმარი (2 დეკემბერი, 2011): www.parliament.uk/briefing-papers/SN04334.pdf
· ავსტრალიაში, ციხეებში გარდაიცვალა 68 ადამიანი 2003 წელს; ამავე წელს ქვეყანაში არსებობდა 24 000 პატიმარი.
მეტი ინფორმაცია იხილეთ: http://www.aic.gov.au/statistics/deathscustody/prison.aspx
· შვეიცარიაში, 16 წლის განმავლობაში გარდაიცვალა 266 ადამიანი (1984 -2000);
უფრო მეტი ინფორმაცია იხილეთ: http://www.uk.sagepub.com/cross/files/Chapter1-Article3.pdf; ამავე ბმულზე იხილავთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა არის ძირითადი მიზეზები სიკვდილიანობისა შვეიცარიის (და არა მარტო) ციხეებში.
რეკომენდაციები
· მოხდეს ინდივიდუალური სიკვდილის ფაქტის გამოძიება ციხეებში;
· მოხდეს გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიების ორგანიზება ადამიანის საერთაშორისო უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში;
· მოხდეს დამოუკიდებელი კომისიის შექმნა რომელიც დაკომპლექტებულ იქნება პროფესიონალების, მოწვეული ექსპერტების, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების წევრების მონაწილეობით რათა მოხდეს რეალური და ობიექტური გამოძიება სიკვდილიანობის ფაქტების;
· მოხდეს თითოეული ოჯახის იდენტიფიცირება და შესაბამისი სახელწიფო ვალდებულების შესრულება იმ პირების ოჯახების მიმართ რომლებიც გარდაიცვალნენ ღირსებისა და პატივის შემლახველ პირობებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
დამატებითი წყაროები ინფორმაციისათვის:
არაბუნებრივ სიკვდილზე ციხეებში ზოგადად იხილეთ აგრეთვე:
http://ncpsychology.weebly.com/uploads/4/7/8/4/4784501/dooley.pdf
დამატებითი წყარო ინფორმაციისა აგრეთვე არის: ჯანდაცვა ციხეებში საერთაშორისო სამართლის სტანდარტების შესაბამისად (ავტორი - რიკ ლაინს; 2008 წელი; გამოქვეყნებული ჟურნალში: საერთაშორისო ჟურნალი ციხეებიში ჯანდაცვის შესახებ);
სპეციფიური რეკომენდაციები საქართველოსთან მიმართებაში:
საქართველოს მიმართ რეკომენდაციები გაეროს ადამიანის უფებათა დაცვის კომიტეტის მიერ (2007 წელი);
წამების აღკვეთის კომიტეტის რეკომენდაციები (2006 წელი);
საქართველოს მიმართ გამოთქმული რეკომენდაციები სადაც საქართველომ მოახდინა უარყოფა ციხეებში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების რეკომენდაციაზე (სავარაუდოდ იმიტომ რომ რეკომენდაცია რუსეთის სახელმწიფოს მიერ იყო გაკეთებული): http://www.upr-info.org/database/index.php?limit=0&f_SUR=63&f_SMR=All&order=&orderDir=ASC&orderP=true&f_Issue=All&searchReco=&resultMax=25&response=&action_type=&session=&SuRRgrp=&SuROrg=&SMRRgrp=&SMROrg=
ავსტრალიის მიერ გამოთქმული რეკომენდაცია ჯანდაცვაზე მიღებული იქნა (რეკომენდაცია A - 105.36; აგრეთვე შვედეთIს რეკომენდაცია # A - 105.37): http://www.upr-info.org/IMG/pdf/recommendations_to_georgia_2011.pdf