Pages

Thursday 16 April 2020

Collateral damage of masculine exchanges between Georgian state and the church


I started reading the new testament recently. Wanted to find some answers to COVID-19 and whether the most sacred book for Georgian Christians could provide any guidance that our religious establishment is not able to. I am a moderate believer; I go to church occasionally. I believe in human goodness and kindness, and I believe in doing no harm. I also believe these core principles are in full compatibility with the Christian religion.

Human nature dictates that when the crisis strikes we all look for shelter. The recent history of independent Georgia (and the history of the country) can attest to many such cases, including when the church has been a shelter for the nation (myths and legends from history books also argue that the Christian religion saved us from multiple VISIBLE enemies).

The crisis of COVID-19 though as alien as it is, exposes the clear needs for the Church to reinvent its role in saving the Georgian nation, but also confirms the inability of the church to unify around the crisis and show much care for its most vulnerable people: those with the most unfavourable health conditions, hundreds of thousands living below the poverty line, and more hundreds of thousands dismissed from their daily jobs without access to basic healthcare and livelihoods.

It remains unclear as to why the Georgian church is so very adamant for gathering mass crowds in the name of God. It is even more unclear as to why the government is leaving the space of Church operations unregulated and untouched under the State of Emergency declaration.

There are clear signs, however, that the Georgian government is avoiding a confrontation with the Church. What is even more disturbing is that the medical community are put at the front lines of bickering with the Church’s political establishment and to take punches. Abandoned by the state on one side, and the Church officials chanting for crowd gathering on the other - medical officials are using scaremongering as they are left with no other means or support to persuade people to stay home to avoid spread of the virus.

The political games between the Government and the Church are not new. We have all seen the attempts of both instrumentalizing the religion and manipulating those most vulnerable. Both the state, and the church are competing for the audience, to win over the support of the nation. The latter needs crowded churches that can help to demonstrate high levels of trust people have in the established institution of Church, whilst the previous is concerned with maintaining its good performance rates - so vital for the upcoming elections later this year.

Meanwhile, ordinary Georgians are facing a dilemma: trust in survival by evidence and medical science (very little trust given how little attention has been given to the healthcare reforms in the country for decades), or trust in survival through faith (familiar but not many are actually convinced their faith is strong enough to avert the virus as an INVISIBLE enemy).

Some Church officials seem very much up for squabbles. They seek for confrontation, not avoidance of it. They look for provocations, not sidestepping from it. Though the government’s response is to ignore such immature actions of “church politicians”, we need more leadership, so we feel this country is run by elected individuals, not a bunch of church appointed officials.

And the only collateral damage in the game of masculine exchanges between the state and the church are us, ordinary citizens, forgotten in the battle for power and control, pushed away from the state, far beyond the comfort of Orthodox Christianity - into agony and confusion for what is next.

Thursday 13 August 2015

სამართალმა გლახო ჭამა სიღნაღში! რეცეპტი იმისა რომ ქართულმა სამართალმა ყბაში არ მოგიქციოს


ამას წინათ ვწერდი ერთი ჩემი ნაცნობის შესახებ რომელიც გამოყენებული იქნა ქურდობის აღსასრულებელ იარაღად სიღნაღის რაიონის სოფელ ყარაღაჯში (ყარაღაჯი ადმინისტრაციული მართვის თვალსაზრისით მიეკუთვნება სიღნაღის რაიონის გამგეობას რაც იმას გულისხმობს რომ აღნიშნული რაიონის სასამართლო და პროკურატურა ახორციელებს 'სამართლის აღსრულებას' ამ ტერიტორიაზე).

ახლაც, ჩემი ბლოგის ფოკუსია გახა მენთეშაშვილი (გლახო) - რომელსაც სიღნაღის რაიონის სასამართლომ შეუფარდა წინასწარი აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობის სახით. მან ორი თვე გაატარა წინასწარ პატირობაში. მიუხედავად იმისა რომ სიღნაღის პროკურატურამ და ამავე რაიონის სასამართლომ იცოდა და დოკუმენტურად ჰქონდა მტკიცებულება იმის შესახებ რომ გლახო არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (იღებდა პენსიას სახელმწიფოსგან).

აღნიშნული ფაქტის შესახებ და გლახოს დასახმარებლად თხოვნით მე პირადად მივმართე რიგ ადამიანის უფლებათა დამცავ ორგანოებს, რომელთა დახმარება შემოიფარგლა 'სამართლებრივი კონსულტაციით' - კანონიდან ამონარიდის განმატებით, რომელიც იმაში მდგომარეობდა რომ გლახოს ექპერტიზა უნდა ჩატარებოდა (აღნიშნული ექსპერტიზა გლახოს სახელმწიფომ არაერთხელ ჩაუტარა რადგან ამავე სახელმწიფომ მას პენსია დაუნიშნა მრავალი წლის წინ).

რეალური ფაქტი გლახოს დანაშაულისა კი იმაში მდგომარეობს რომ იგი დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული იქნა როგორც უშუალო ამსრულებელი (გადააპარეს და უშუალოდ გამოატანინეს ღვინო სადგომიდან). უფრო მეტიც, მისი გონებრივი შეზღუდული შესაძლებლობა იმას მიათითებს რომ გლახო ვერ აცნობიერებდა ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, ხოლო ისინი ვინც დაავალა მას საცხოვრებელ სადგომში გადასვლა და ღვინის მოპარავა, იყენებდნენ მის  მდგომარეობას იცოდნენ რა რომ გლახო მათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.

ქურდობაში მონაწილეობდა 3 სხვა პირი, რომლებიც არა მხოლოდ არ არიან მიცემული პასუხისგებაში, არამედ ისინი სრულიად თავისუფლად და სინდისის ქეჯნის გარეშე განაგრძობენ არსებობას.

გლახოს არ ჰყავს ნათესავები. მისი დედმამიშვილი (და) იგივე მენტალურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე როგორც გლახო, სრულიად მშვიდად ხვდება მენტალურად ფსიკიქური პრობლემების მქონე (თუნდაც მისი ძმის) ქართულ ციხეში გამოკეტვას. გლახო, ცხოვრობდა ცოლთან (რომელიც იყო ერთადერთი ადამიანი ვინც გლახოს ბედით ინტერესდებოდა), რომელიც 4 დღის უკან წნევის შეტევით გარდაიცვალა ნერვიულობის ნიადაგზე. 

2 თვიანი პატიმრობის დასრულების შემდეგ სიღნაღის პროკურატურამ და მისმა ჯიბის აღმასრულებელმა სასამართლომ იმის ნაცვლად რომ დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო საქმე დახუროს და გააუქმოს გლახოს უსჯიან 6 თვიან იძულებით მკურნალობას.

აქვე მინდა ნათელი მოვფინო თუ ვინ არიან სიღნაღის რაიონის სასამართლოს ბეჯითი და სამართლის სადარაჯოზე მდგომი მოსამართლეები. ირაკლი ბონდარენკო - თავმჯდომარე; სხვა დანარჩენი მოსამართლეები: შორენა ყაველაშვილი; ვალერიან ბუგიანიშვილი; გიორგი ბუხრაშვილი.

ამავე სიღნაღის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი არ მგონია ასეთი საქმეებით ინტერესდებოდეს, მისი ინტერესი უფრო უძრავ ქონებას უკავშირდება და კახეთის მიწებს როგორც ჩანს მისი საპარლამენტო გვერდიდან.

იციან იზიყელებმა მიწის ფასი! ოღონდ, ამავე ქიზიყელებმა ადამიანის ფასი არ იციან. არც იმის ფასი იციან თუ რა არის სამართალი და სამართლიანობა. ღირებულება ადამიანურობისა და ღირსებისა. კითხვა რომელიც აქვე მიჩნდება არის - რომელიმე ზემო მოყვანილმა მოსამართლემ განსაკუთრებით კი მან/მათ ვინც გლახოს კრიმინალად ჩამოყალიბებაში (და დანარჩენი თანაამსრულებლების უდანაშაულოდ გასაღებაში!!!) დიდი როლი შეასრულა - თუ აქვს გაცნობირებული ზემოთ მოყვანილი ღირსების ცნების მნიშვნელობა?

სამართალმა იზეიმა იმათ სახლშიც ვისი ღვინოც იქნა მოპარული. ყველას დააინტერსდება როგორ სძინავს ამ ოჯახის 4 სულს მშვიდად როდესაც ერთი სრულიად უსაფრთხო და მშვიდი, კეთილი გლახო კრიმინალად იქნა გასაღებული ხოლო მისი ცოლი, ამავე დაზარალებულების გვერდით სახლში ტახტზეა დასვებენული. ხვალ ან ზეგ ალბათ გასვენებაში წავლენ და ხაშლამას და შილა ფლავს მათი სახლიდან მოპარულ ღვინოს დააყოლებენ რათა დაულოცონ გლახოს ცოლს ღმერთთან მიმავალი გზა.

გლახოს საქმეზე ყველა იმ ინსტიტუტს დავუკავშირდი საქართველოში ვისი შეწუხებაც შემეძლო, ვისაც ვიცნობდი, ან არ ვიცნობდი. სადაც მეგობრობები მეგულებოდა. ვისაც ევალება ასეთი საქმით დაინტერესება. ომბუდსმენი; ჩემი საწევრო ორგანიზაცია - იქ სადაც პროფესიულად გავიზარდე და რომლის ხელმძღვანელობას პირადად აქვს გამოცდილი საკუთარ ოჯახზე რას ნიშნავს სამართალის ძებნა; იმ ინსტიტუტებს რომლმებსაც ბევრ, ძალიან ბევრ ვალდებულებებს აკისრებს კანონი, საერთაშორისო პრინციპები და უბრალო ადამიანობა - რამით დახმარება გაუწიონ გლახოსნაირებს.

ოღონდ - ხმა მღაღადებლისა დარჩა (კვლავაც რჩება) უდაბნოსა შინა.

კითხვები რომლებიც ლოგიკური მეჩვენება ასეთ შემთხვევებში:

- რისთვის გჭირდება სამართალი და მისი ცნება ქვეყანაში თუკი იგი არაა მორგებული ქვეყნის ყველაზე უფრო მარგინალურ ჯგუფებზე? 

- სამართალი პური და კარაქი კი არაა საბჭოთა კავშირის მაღაზიის ვიტრინებიდან როგორც გინდა ისე რომ მოიხმარო? 

ოღონდ - ფაქტები რჩებიან:

ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამოკეტილი გლახო, რომელსაც იძულებით მკურნალობენ - მხოლოდ ქართულმა, გლახოს მჭამელმა სასამართლომ იცის რა საშუალებები გამოიყენება მის სამკურნალოდ.

გლახოს გარდაცვლილი ცოლი რომელიც სიღატაკის შემდეგ საზღვრებით დაინტერესებულ სიღნაღის რაიონის მუნიციპალიტეტს და გლახოსნაირების ჭამით სიღნაღურ, გაზულუქებულ სამართალს ემახსოვრება მხოლოდ.  

საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა შემდეგს ითვალისწინებს: სასჯელის მიზნებია: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. 

კითხვები რომლებიც კვლავაც ჩნდება არის რომელი მათგანის მიღწევა მოხდა გლახოს საქმეში? ხომ არ არის ქართული სამართალი იმ ხანაში როდესაც ქართული პროკურატურის სუნიანი და დაღრეჯილი კბილები შთანთქმით ემუქრება ყველას ვინ წინ დაუდგება მას?

Friday 13 December 2013

ჩემი ბაბოს ბურჟოვიკა, მე და 'muffin'-ი

რატომ არის დღევანდელი 'muffin' ჩემი ბავშვობის დრონდელი 'ბურჟოვიკა' და  რა მსგავსებაა ბებიაჩემის გამომცხვარ სახლის ნამცხვარსა და სხვა მაღალი თრენდის კაფეში ნაყიდ ლურჯი კენრკას პატარა ნაჭერს შორის 


რამოდენიმე წელია ვცხოვრობ უცხოეთში. არასდროს მიფიქრია თუ ასე მომიწევდა, უბრალოდ ასე მოხდა. ცხოვრებას არ ვუჩივი, უფრო მეტიც თითქოს ყველაფერი კარგადაც მიდის. ახლახან დოქტორანტურაზეც ჩავაბარე, სამსახური გამოვიცვალე და მიუხედავად იმისა რომ დიდი ფულის პატრონი ვერ გავხდი, მაინც მიმაჩნია რომ ინტელექტუალურად კარგად მივდივარ.

ბევრი კარგი, ძალიან კარგი და არც თუ ისე კარგი ადამიანი შემხვდა ბოლო 17 წლის განმავლობაში - ეს ის დროა რაც მშობლიური სოფელი დავტოვე და ბედის საძიებლად ქალაქს გამაშურეს მშობლებმა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ ვინმემ რაიმე ძალით შემომახვია თავს, არამედ პირიქით მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ამაში ხელი მომიმართა, პირველ ყოვლისა კი ჩემს ბუნჩულა და გემრიელ მშობლებს რომლებიც სიყვარულის უცნაური ფორმების გამოხატვით მუდამ მაგრძნობინებენ რომ ჩემთან არიან.

რა შუაშია ახლა ეს 'ბურჟოვიკასთან'? იკითხავთ და მართალიც იქნებით. ბავშობა დედოფლისწყაროს სოფელ ჯაფარიძეში მაქვს გატარებული. მიუხედავად იმისა რომ მთელი 17 წლიდან ბავშვობისა მანდ 2/3 გავატარე არასდროს ვფიქრობდი რომ აქ მყარად ვარ - მუდამ მიმაჩნდა რომ იქ არ ვეკუთვნოდი. თუმცა პრობლემა იმაში არის რომ არც იქ ვეკუთვნოდი სადაც სკოლაში ვსწავლობდი სიღნაღის რაიონის სოფელში - ქვემო მაჩხაანში, არა მარტო იმიტომ რომ ძალიან ცოტა მეგობარი მყავდა არამედ იმიტომაც რომ უბრალოდ იქ არაფერი იყო ჩემი...

ხოდა ასე, ჯაფარიძის ორღობეებში ზოგჯერ სირბილის შემდეგ სახლში დაბრუნებისას ბებია დაგვახვედრებდა 'ბურჟავიკას' რომელიც იმდენად ტკბილი და გემრიელი იყო რომ მისი გემო რთული დასავიწყებელი იქნებოდა მრავალი წლის შემდეგ...

მრავალი წლის შემდეგ როდესაც კვლავაც ახლობლების გარეშე ვიქნებოდი, სრულიად უცხო გარემოში მეგობრების, ოჯახის გარეშე  და როდესაც კვლავაც მექნებოდა განცდა რომ იქ არ ვეკუთვნი - მე ვიპოვიდი 'ბურჟოვიკას' 'muffin'-ის სახით რომელიც გახდებოდა ჩემი მეგობარი და გამახსენებდა ბურჟოვიკას წლებს - რომელიც მთელი ბავშობა გაგრძელდა.

ბაბომ როგორც ბებიას ქიზიყში ეძახიან, ადრეულ წლებში მასწავლა ბურჟოვიკას გაკეთება და უფრო მეტიც 1990 წლებში როდესაც საშინელი გაჭირვების ფონზე რთული იყო ბავშვებისათვის სხვა უფრო ძვირადღირებული ტკბილეულის გაკეთება, 'ბურჟოვიკა' ასრულდებდა ყველაზე გემრიელის და სანუკვარის როლს. ბევრი ახალი წელი იქნებოდა 'ბურჟოვიკათი' თანმდევი და არა მხოლოდ ჩემი ბაბო იქნებოდა მისი გაკეთების მასტერი, არამედ მრავალი მისი ასაკის სხვა ბაბოები რომლებიც აგრეთვე თავინთი შვილიშვილების გახარებას შეეცდებოდნენ.

ბურჟოვიკას გაკეთება არ იყო რთული და ახლა როდესაც მივირთმევ ე.წ. თრენდის ლურჯ კენკრას სანუკვარ ტკბილეულს, მახსენდება, რომ ბაბო სპეციალურ ფორმაში სვამდა ხოლმე ამ უზარმაზარ მასას. შემდეგ იჭრებოდა იგი. მრგვალი ფორმის იყო, დაახლოებით ისეთი, სამაშველო რგოლები რომ არის.

კვერცხი, ფქვილი, ცოტა შაქარი (ბევრი არ შეიძლებოდა, მუდამ შაქრის დეფიციტი იყო, ან არ იყო მაგრამ მისი ყიდვა იყო ძვირი. არც თაფლი შეიძლებოდა) ზეთი მზესუმზირის, სოდა აგრეთვე. ხო, მარილიც აუცილებლად; ბაბო მარილის გარეშე არ გამოაცხობდა ნამცხვარს, ამობდა სხვანაირ გემოს აძლევსო.

მგონი სულ ეს იყო - მერე კიდევ ხილს დაამატებდი თუ ძალიან გინდოდა...

ეს რეცეპტი არაა, ვიცი რაღაცეები გამომრჩა აქ ალბათ - ბაბოც სულ ასე ამბობდა, არ მანდობდა, შენ მარტოს როგორ განდობ-ო ამბობდა, ხან ეს გავიწყდება, ხან ისო...

საწყალი ჩემი ბებო, ამიტომაც გამაგზავნა ნამცხვრების სკოლაში ერთ ზაფხულს.

ჩემგან მაინც არ გამოვიდა მცხობელი. თუმცა ჩემი საყვარელი ბაბუკის 'ბურჟოვიკა' სულ ჩემთან დარჩა - და ყველა ნამცხვარს ჯობია რომელიც მინახავს აქამდე. მას ჩემი ბებოს გემო აქვს, მისი ხელების მოძრაობას ვხედავ მასში და მასთან მონატრებას მიქარვებს.

აი ასე, მე და 'muffin' ვმეგობრობთ - დღეს. იგი ჩემი ბავშობაა, რომელიც ასე სწრაფად გაფრინდა, ბებო წაიყვანა და ბურჟოვიკაც გააქრო.

ეს ჩემი ბაბოს, ბურჟოვიკას, 'muffin' - ის ისტორიაა 25 წლის შემდეგ.

Friday 18 October 2013

ნარკოპოლიტიკა და ქალის უფლებები გაეროს პროგრამაში

ბლოგ პოსტის ამონარიდი ჰუფინგტონ პოსტში გამოქვეყნებული სტატიიდან. სტატია ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

სტატია ეხება გაეროს ქალთა უფლებების დაცვის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ სესიას ნარკოპოლიტიკასა და ქალთა უფლებებზე სადაც წარმოდგენილ იქნენ მიშელ კაზაჩკინ გაეროს სპეციალური ელჩი აივ ინფექციის და ნარკო პოლიტიკის საკითხებზე და აგრეთვე ქალი მომხმარებელი რუსეთის ფედერაციიდან რომელმაც ისაუბრა იმ სიძნელეებზე რასაც იგი და მისი თემი განიცდიან არსებული ნარკოპოლიტიკის წნეხის ქვეშ.

Monday 13 August 2012

ყველაზე უარესი უარესებს შორის? – არის კი ადამიანის უფლებები საყოველთაო?!



რამოდენიმე კვირის წინ მივლინებით საკუთარ ქვეყანაში ჩასვლა და კვლევაზე მუშაობა მომიწია. ამ პერიოდის განმავლობაში შევხვდი ძალიან ბევრ მოღვაწეს ადამიანის უფლებების, სამედიცინო და სისხლის სამართლის სფეროში. ბევრი მათგანისათვის ადამიანის უფლებები პროფესიად ქცეულა - იმდენად ღრმა პროფესიად - ადამიანებს რომ ვერ ამჩნევენ ირგვლივ; ბევრისათვის ეს ყველაფერი იმდენად პირადულია, რომ ემოციის გარეშე ვერ ლაპარაკობს; ბევრისთვისაც ადამიანის უფლებები შაბლონურ განცხადებებად რჩება, რითაც საერთაშორისო ორგანიზაციებს და ‘დიდ ბიძიებს’ - ფულიანი ჯიბეები კარგად რომ აქვთ გამოტენილი - თავს აწონებენ და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე ლეგენდებს უყვებიან, რათა კიდევ უფრო მეტი დაფინანსება მიიღონ ისეთი ფულის მკეთებელი მანქანებიდან როგორიცაა ევროპის კავშირი, ან ამერიკის შეერთებული შტატები.

დახმარება, ფოკუს ჯგუფის საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად, თვით-მოქმედ ორგანიზაცია ახალ ვექტორს ვთხოვე. ეს ახლად დაფუძნებული ჯგუფი შედგება ყოფილი ან აქტიური ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული პირებისაგან, სადაც ერთმანეთს თავად ეხმარებიან, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე სოციალურად, ემოციურად და ხშირად ეკონომიურადაც.

შეხვედრისას ფოკუს ჯგუფში შევეცადე ამეხსნა ვიზიტის და საერთოდ კვლევის მიზანი, თუმცა კომენტარმა, რომელიც ჯგუფის მონაწილემ გააკეთა საუბრის დასაწყისშივე, სრულებით შეცვალა ის შეხედულება რაც კი შეიძლება მანამადე ყოფილიყო ჩამოყალიბებული. ‘ადამიანის უფლებები არ არის ყველასათვის. ეს თქვენთვის, მისთვის, სხვისთვის არის შექმნილი რათა გაგიადვილდეთ ცხოვრება. ჩვენ (ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული ადამიანები) არა მარტო არ ვსარგებლობთ და/ან გვაქვს ადამიანის უფლებები, არამედ საზოგადოების ნაწილად არ ვართ მიჩნეული’. წამიერად დავიბენი და ის პათოსი, რაც როგორც წესი ინტერვიუს ჩატარებისას მაქვს ხოლმე მოპასუხის გასამხნევებლად უეცრად გაქრა. ყოველგვარი ცოდნა, რომელსაც მსგავსს სიტუაციებში ვიყენებ გაუფასურდა და სრულიად უსუსურ არსებად ვიქეცი, ჩემმა სტატუსმაც აზრი დაკარგა....

ეს არ იყო ისე, უბრალოდ ნათქვამი სიტყვები; ეს იყო გულის სიღრმიდან ტკივილის, წლების განმავლობაში დაგროვილი რეპრესიის, დამცირების, შეურაცხყოფისა და კიდევ მრავალი ნეგატიური განცდების ამოძახილი ერთად.

მდგომარეობა ერთ-ერთმა დამსწრემ განმუხტა...

მივხვდი, აქ მსგავსი განცდები უცხო არ არის... აქ ყველა ყველას ტკივილს განიცდის და ყველა ყველას უთანაგრძნობს. აქ ყველა ერთნაირია და თანასწორობასაც კარგად უპოვია საკუთარი ნიშა. აქ შესაძლებელია ადამიანის უფლებებზე საუბარი ისე, თითქოს ჩაკეტილ სისტემაში გვიწევს მუშაობა და კედლებს იქით სხვა სამყაროა.

კედლებს იქით სხვა სამყაროა...

ახალ ვექტორში ყველა ერთი ოჯახის წევრია. აქ როგორც ქალებს, ასევე კაცებს თავისი როლი და ფუნქცია აკისრიათ. კაცებს – მტკიცე და მკაცრ თემებზე უწევთ საუბარი; ქალებს – ყავაზე და ტკბილეულზე უწევთ იმის გახსენება თუ როდის და როგორ გახდნენ პოლიციის ძალადობის მსხვერპლნი და როგორი იყო მათი ცხოვრება ციხის კედლებს მიღმა ნარკო-დამოკიდებულების მდგომარეობაში.

‘მაშინ ამხანაგები იყვნენ, ახლა ბატონები არიან, თუმცა ბატონებმა არ იციან რომ თავად ამხანაგებიც არ იქცეოდნენ ისე მდაბიოდ როგორც თავად იქცევიან’ – ამბობს ჟანა და საოცარი მზერით ჩახრის თავს – ჟანას ინტელექტი და თავისუფალი ბუნება ბევრს შეშურდება კედლებს  გაღმა და გამოღმა.

მიუხედავად სახელმწიფოს მიერ აშკარა აგრესიისა ამ ჯგუფის მიმართ, ერთმანეთის გატანა და დახმარება თითქოს ბუნებრივ რეფლექციად ქცეულა ვექტორში. ერთმანეთის გამხნევება, სწავლება და საზოგადოებრივ საწყისებზე აქტიურობა, აქ არ არის სამუშაო სადაც პროფესიონალი კოლექტივია დაქირავებული საქმის საკეთებლად, არამედ ეს მოთხოვნილებაა, სავალდებულო და ყოველდღიური საქმეა, საკუთარი და მეგობრების უფლებების, ხშირად სიცოცხლის დასაცავად და სოციალური სამართლიანობის მისაღწევად - საზოგადოებაში სადაც ცხოვრება თავადაც უწევთ.


გამომშვიდობებისას საოცარი სითბოთი მაცილებს ყველა. იმედი და მომავლის რწმენა მათ თვალებშია აციმციმებული. 

მათთან ერთად მეც მიჩნდება რწმენა. რწმენა იმისა, რომ ადამიანის უფლებები არის საყოველთაო (იმის მიუხედავად რომ ყოველდღიურად საპირისპიროსთან მიწევს ბრძოლა)... რომ ადამიანის უფლებების, როგორც კონცეფციის ჩამოყალიბებისას საზოგადოებასა თუ სახელმწიფოთა შორის ორგანოებში,  გრადაცია ადამიანებისა ნარკო-დამოკიდებულების მქონეებად, კრიმინალებად, შავებად, თეთრებად, ან სქესის მიხედვითნ არ ხდებოდა. 

ყველა განურჩევლად სტატუსისა, სქსისა, განათლების დონისა და ა.შ. ერთად იმსახურებს სახელმწიფოს და საზოგადოების ემპათიას, დაცვას და კეთილგანწყობას. 

10 აგვისტო, 2012 წელი

Friday 29 June 2012

ეკა გაეროში ნარკომანიის თემაზე

გამოვლა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში, თემაზე: ნარკომანია, ქალთა უფლებები, განვითარების უფლება,  გაეროს დღე ნარკომანიის წინააღმდეგ და გენერალური ასამბლეა:


http://www.unmultimedia.org/tv/webcast/2012/06/ihra-gd-thematic-reports-of-the-sg-and-hc-cont-18th-meeting.html