Pages

Monday 30 January 2012

პასუხი მიხეილ მაჭავარიანს

აქ იხილავთ სრულ ვერსიას - ინტერვიუ მიხეილ მაჭავარიანთან:

ცხადია არ ვაპირებდი მსგავს საკითხზე გამეთებინა კომენტარი, თუმცა როგორც ჩანს ქართველი პოლიტიკოსები არ ღალატობენ საკუთარ წეს ჩვეულებას და კვლავაც აქტიურად იყენებენ ციხეებისა თუ ზოგადად სისხლის სამართლის მართლმსაჯულების თემას საკუთარი კამპანიისათვის. კერძოდ, ჩემი ყურადღება ამჯერზე მიიპყრო კვირის პალიტრაში გამოქვეყნებულმა სტატიამ სადაც სხვადახვა მრავალ საკითხთან ერთად, ერთერთი პოლიტიკოსი (კერძოდ კი, მიხეილ მაჭავარიანი) კომენტარს აკეთებს შემდეგ კითხვაზე:

კითხვა: ''პატიმართა რაოდენობის მიხედვით საქართველო რომ პირველ ადგილზეა ევროპაში, ამას რით ახსნით? ნუთუ ქართველები ყველაზე კრიმინალური ერი ვართ?''

კომენტარი (ჩემგან): კითხვა ჟურნალისტის მიერ სწორად არის დასმული და ზუსტად უკავშირდება იმ პათოსს რომელიც ნებისმიერ ქვეყენაში არსებობს - ‘’სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კრიმინალები არიან.’’ ევროპის კრიმინოლოგიის ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარის (და გაეროს ევროპის სისხლის სამართლის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელის - HEUNI) კომენტარი გამახსენდა როდესაც შეიტყო ჩემგან რომ საქართველოში 9 000 მსჯავრდებული და პატიმარი იყო (ჯერ კიდევ 2006 წელს). -ნმა არუმამ გაოცებულმა მითხრა: ''როდესაც ქვეყანაში სადაც 4 მილიონი მოსახლეზე მაქსიმუმ 2 000 ათასი მსჯავრდებულია ეს ნიშნავს რომ ხელისუფლება ახდენს იმ კონტიგენტის მოთავსებას დაწესებულებებში რომლებიც საშიშროებას შეიძლება წარმოადგენდნენ საზოგადოებისათვის; ხოლო როდესაც ქვეყანაში 4 მილიონი მოსახლის არსებობისას ხდება 9 000 მსჯავრდებულის კონსერვაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ეს ნიშნავს რომ პრობლემა მართლსაჯულების ადმინისტრირებაშია''. დღეს საქართველოს 24 000 ზე მეტი მსჯავრდებული და პატიმარი ჰყავს და 50 000 ზე მეტი პრობაციონერი. კიდევ უფრო მრავალი საპროცესო გარიგებაშია შესული სახელმწიფოსთან და მართლად თუ ტყუილად აღიარებული აქვს ბრალი რათა თანამედროვე ქართული სამართლის მარწუხებიდან დაეღწია თავი. უფრო მეტიც, სამჯერ 50 000 პირი ან მეტი არის ნასამართლევის სტატუსით რაც იმას ნიშნავს რომ ისინი როგორც მინიმუმი 3-4 წლის განმავლობაში (ყველაზე უფრო მცირე დანაშაულისათვისაც კი რათა მათ ეს ნასამართლობა გაუქარწყლდეთ) ისინი ვერ შეძლებენ მუშაობას. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან სხვადასხვა საფუძვლით გათავისუფლებულ იქნა 4508 პატიმარი; მათ შორის 225 გათავისუფლდა პირობით ვადაზე ადრე, 554–ს დაენიშნა პირობითი გამოსაცდელი ვადა, 28 მსჯავრდებულს გადაუვადდა სასჯელის მოხდა, 317 კი შეწყალებულ იქნა. საანგარიშო პერიოდი არის 2011 წლის პირველი ექვსი თვე. იგივე პერიოდში სასჯელაშრულების დაწესებუებებმა მიიღო ორჯერ მეტი პატიმიარი, სამჯერ მეტი გავიდა პრობაციაზე და უფრო მეტიც შევიდა კონტაქტში სისხლის სამართლის ორგანოებთან.

დამატებით, ყოველდღიურად დაახლოებით არანაკლებ 100 ადამიანს ემატება კრიმინალის სტატუსი (თუ დავითვლით ყველა სასჯელს რისი გამოყენებაც ხდება როგორც სისხლის სამართლის წესით ასევე ადმინისტრაციული რაც განმეორებითი ქმედების შემთხვევაში დამამძიმებელ გარემოებად ითვლება) რაც გადათვლილი თითოეულ წელზე ნიშნავს იმას რომ ასობით ათასი ადამიანი სწორედ კრიმინალის სტატუსით ცხოვრეობს დღეს საქართველოში.

პასუხი -ნი მაჭავარიანისა:

- ეს არ არის იმის სიმპტომი, რომ ჩვენ ყველაზე კრიმინალური ერი ვართ.

კომენტარი (ჩემი): ‘’ერთია, არის თუ არა ერი კრიმინალური როგორც ერი, ხოლო მეორე თუ რა არის ფაქტი, კანონი და სამართალი. დღეის მდგომარეობით 200 000 ზე მეტი ადამიანი სარგებლობს კრიმინალის სტატუსით; ეს ადამიანები მრავალი უფლებით არიან მოკლებული თავიანთი სტატუსის გამო. აშკარაა რომ გარღვევაა რეალურ ცოდნაში სიტუაციის, და იმაში თუ როგორ იჭედება პოლიტიკა ამ კუთხით.’’

პასუხის გაგრძელება ბ-ნი მაჭავარიანისა: ‘’ეს იმის სიმპტომია, რომ თავის დროზე დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადეთ კრიმინალურ მენტალიტეტს.’’

კომენტარი (ჩემი): ‘’კრიმინალურ მენტალიტეტზე ბრძოლის გამოცხადება აშკარად გარდაქმნილია ბრძოლაში საკუთარ საზოგადოებაზე; მე ვთხოვდი როგორც შესაბამის პოლიტიკოსებს აგრეთვე სპეციალისტებს (რომლებიც სამწუხაროდ ნაკლებად არიან კონსულტირებულნი საქართველოში მხოლოდ იმ მიზეზის გამო რომ - პოლიტიკოსებმა მუდამ ყველაზე მეტი იციან და თუ როგორ იციან ამ კონრკეტული კომენტარიდანაც ვხედავთ!) გადახედონ საქმეებს და სასამართლო გადაწყვეტილებებს რომლებიც საჯაროა. აღნიშნულის მიხედვით გაიზარდა არა კრიმინალური მენტალიტეტის მიხედვით აღძრული საქმეები, არამედ საქმეები რომლებიც უკავშირდება წვრილ დანაშაულობას, ან ქმედებას რომლის გლორიფიკაციასაც ახდენს ხშირს შემთხვევაში პროკურატურა, ეთანხმება მხარე სრულიად გაუცნობიერებელი საკუთარ უფლებებში, ან გაცნობიერებული იმაში თუ რამხელა უბედურებაა ''ქართული სამართლის მიერ პურის ჭამა'' და გარიგებაზე თანხმდება; ანდაც სასამართლო უბრალოდ უსმენს რა პროკურატურას მორჩილებით უხრის თავს და გამოაქვს გადაწყვეტილება (აღნიშნულს იმედია არ ჩამითვლიან სასამართლოს მიმართ უპატივცემლობაში და ჩემს მიმართ არ იქნება სისხლის სამართლის საქმე აღძრული - ისევე როგორც ამას სინგაპურში აკეთებენ - ქვეყანა რომელიც ჩვენთვის მისაბაძად არის გადაცეული).’’

პასუხის გაგრძელება ბ-ნი მაჭავარიანისა:: ''10 წლის წინ ძველბიჭობა და ფრაზა "ქუჩის აკადემია მაქვს დამთავრებული", მაგარ კოზირად ითვლებოდა ყველა დონის ადამიანისთვის, იქნებოდა ხელოვანი თუ პოლიტიკოსი.''

კომენტარი (ჩემი): ‘’გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ პოლიტიკოსის მიერ გამოყენებულ ჟარგონებს (''მაგარ კოზირად ითვლებოდა''). პოლიტიკოსისა რომელიც წინა ფრაზაში ჰიპოკრატიულად აცხადებს რომ ძველბიჭობას ებრძვის....’’

პასუხის გაგრძელება ბ-ნი მაჭავარიანისა: ''ჩვენ ამ მენტალიტეტთან ბრძოლა უნდა დაგვეწყო, უამისოდ შეუძლებელი იყო უსაფრთხო გარემოს შექმნა. ვერ შევეგუებოდით, რომ ადამიანებს ღამით ძარცვავდნენ. იმედია, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ დანაშაულთან ბრძოლაა საჭირო და არა მათ ტრადიციებზე ბავშვების გაზრდა.

კომენტარი (ჩემი): ‘’მენტალიტეტთან ბრძოლა კრიმინალური მეთოდებით ხდება მხოლოდ იმ ქვეყნებში რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი საშუალებები როგორც რესურებრივი ასევე ინტელექტუალური შეცვალონ მენტალობა აღმზრდელობითი ჩარევებით. ადამიანებს ღამით ძარცვავენ და დღისითაც ალბათ გაუგია როგორც მაჭავარიან ასევე სხვა მის კოლეგებს იმიტომ რომ დანაშაული, ისევე როგორც სხვა მრავალი საქმიანობა თუ ქმედება იყო და იქნება მუდამ. ეს არის სოციალური მოვლენა და სირაქლემას პოზიციაში დგომა კონკრეტული პოლიტოკოსათვის არც თუ ისე სახარბიელო უნდა იყოს. სამწუხაროა რომ საზოგადოებას მხოლოდ 24 000 ადამიანს რომ მიაღწია მსჯავრდებულთა და პატიმართა რაოდენობამ მხოლოდ ამის შემდეგ სთავაზობენ გაცნობიერებას იმისა რომ საჭიროა დანაშაულთან ბრძოლა. აღნიშნული არქაული ცნებაა და ნებისმიერ საზოგადოებაში რომელსაც სახელმწიფო ჰქვია იგი აუცილებელ ატრიბუტად არის ქცეული (ისევე როგორც თავდაცვა, განათლება და ..); დარწმუნებული ვარ აღნიშნული კარგად მოეხსენება როგორც მაჭავარიანს ასევე მის კოლეგებს, ამიტომ უცნაურია თუ როგორ ცდილობს საკუთარი საზოგადოებისვე გაბითურებას იგი ასე მრავლის მომცველ ერთ პარაგრაფში.’’

პასუხის გაგრძელება - -ნი მაჭავარიანი: ''გასაგებია ეს კრიტიკული შეფასება, ყველაფერს სათანადოდ გავაანალიზებთ, მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ პატიმართა რაოდენობის შემცირებაზეც. ისეთი გრძელი სია შეწყალებულებისა, როგორიც საქართველოშია, სხვა ქვეყნებში არა მგონია, იყოს. დანაშაულთან შეურიგებლობა უფრო სწორი პოზიციაა, ვიდრე მასთან შეგუება.''

კომენტარი (ჩემი): ‘’მიხარია რომ როგორც მინიმუმი მოხდება ''გაანალიზება'' - თუმცა ვშიშობ რომ საქართველოს პრეზიდენტმა უკ დაასწრო მას და პასუხი გამოაქვეყნა კიდეც იმაზე თუ როგორ არ ეთანხმება საერთაშორისო ორგანიზაციების ანალიზს საქართელოში არსებულ მდგომარეობაზე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში. თუმცა აქ არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მომენტი:

ის რომ პატიმართა რაოდენობის შემცირება ხდება არა ჩამოყალიბებული და განვითარებული სისტემით არამედ პრეზიდენტის მიერ 'გრძელს სიებზე ხელმოწერით' - ეს არა საამაყო, არამედ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მთლიანი სისტემის სირცხვილია და კიდევ უფრო დიდი უბედურებაა ის რომ როგორც პოლიტიკოსები ასევე შესამიმისი სამინისტროს მესვეურები აღნიშნულზე უდიდესი სიამაყის განცდით საუბრობენ... დიახ, არცერთი ევროპის ქვეყანა არ აკეთებს ''გრძელ სიებს'' მსჯავრდებულთა შეწყალებისათვის მხოლოდ იმიტომ ნებისმიერ ამ ქვეყანაში არსებობენ ორგანოები რომლებიც სპეციალიზირდებიან პრობლემაში და ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე წყვეტენ საკითხს - თემა რომელიც საქართველოში უკვე დეკადაა არ გადაწყვეტილა; თემა რაზეც უამრავი უცხოური თანხაა დახარჯული და რატომღაც სახეწლმწიფო კვლავაც აგრძელებს პოლიტიკურ თამაშს - და ეს მხოლოდ იმიტომ რომ შესაბამისი ბერკეტები დაუტოვოს ქვეყნის პრეზიდენტს პირადად ჩაერიოს საქმეში სადაც წესით მისი ექსპერტიზა არათუ არაა საჭირო, არამედ ამ ინსტიტუტს (ადამიანს) სულ არ უნდა ეხებოდეს მსგავსი საკითხები. ძნელად წარმომიდგენია ქალბატონი მერკერი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი), ბატონი სარკოზი (საფრანგეთის პრეზიდენტი), ან ბატონი კამერუნი (დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი) პირადად აწერდნენ ხელს ინდივიდუალურ შეწყალებებს. სულ მინდა მჯეროდეს რომ ისევე როგორც ბევრ იმ ქვეყენაში რომელსაც ჩვენ ვბაძავთ, საქართველოშიც ქვეყნის პრეზიდენტი გაცილებით მსხვილი საქმეებით იყოს დაინტერესებული - პოლიტიკის დონეზე.

თუმცა როგორც ჩანს ოცნება ოცნებად რჩება, და უფრო მეტიც, მოსალოდნელია ის რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ კიდევ უფრო მრავალად მოვისმენთ პატიმრების, ციხეების მსჯავრდებულების, სასჯელაღსრულების და მენტალიტეტის ნგრევის საკითხებზე აგებულ პიარ კამპანიებს.

კარგ დროს გატარებას გისურვებ საქართველოვ (ან უფრო რელევანტური - ვაი საქართველოვ!)!’’