Pages

Thursday 29 March 2012

ინტერვიუ ეკა იაკობიშვილთან რადიო ევროპის მიერ საკითხებზე, ქალთა ნარკოდანაშაულობა და ციხეები ევროპასა და ცენტრალურ აზიაში



დისკუსიის ძირითადი საკითხები:

1. პუბლიკაცია ქალები, ციხეები და ნარკომანია;

2. გენდერული თანასწორობა და რა საჭიროა ქალთა უფლებების დაცვა ციხეებში;

3. არსებობს თუ არა სპეციალური მექანიზმები ქალთა ნარკომანიის და ციხეების სფეროში მუშაობისას.

ინტერვიუ მხოლოდ ინგლისურ ენაზე: Radio Student Ljubljana 89,3 MHz


http://www.radiostudent.si/article.php?sid=31327

Thursday 8 March 2012

სიკვდილის აჩრდილი (სტატისტიკა) ქართულ ციხეებში

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა სულ ახლახანს გამოაქვეყნა სტატისტიკა იმის შესახებ თუ რამდენი პატიმარი გარდაიცვალა საქართველოში გასული წლის განმავლობაში. კერძოდ, კი ტრიბუნაზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია მიუთითებს:

2011 წელს სულ საქართველოში გარდაიცვალა 140 პატიმარი. მათ შორის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში 114." - აქ ალბათ გასარკვევია თუ რა სახის ადგილებში გარდაიცვლა ის 26 პირი რომლებიც პატიმრობის და საჯელაღსრულების დაწესებულებებში არ გარდაცვლილან;

ამის გარდა, სტატისტიკის სამსახურის წერილში რომელიც რელიზშია გამოქვეყნებული აღნიშნულია: ''პატიმრების გარდაცვალების მიზეზსა და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს გარეთ, კერძო თუ სახელმწიფო კლინიკაში, გარდაცვლილ პატიმართა შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური არ ფლობს და გთხოვთ მიმართოთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს.

ცხადია მსგავსი სტატისტიკა სავალალოა ქვეყნისათვის რომელსაც 4 მილიონამდე მოსახლეც კი არ ჰყავს და რომლის ციხეთა სისტემა, თუ დავუჯერებთ "ციხეთა სამინისტროს" 'ფეისუქის' კამპანიას საოცნებო არის თითოეული მოქალაქისათვის საქართველოში. თუმცა წმინდა სტატისტიკაზე რომ ვისაუბროთ, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს რომ ამ სამინისტროს ინტერნეტ გვერდზე ჯანდაცვის განყოფილებაში რეფომების სექციაში მითითებაც კი არაა იმაზე თუ რა ხდება ან მოხდება იმ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით რომლებიც სიცოცხლის ბოლო სტადიაზე იმყოფებიან. იხილეთ გვერდი აქ: http://www.mcla.gov.ge/?action=page&p_id=88&lang=geo

ამასთან პრიორიტეტი 2012 წლისათვის ნამდვილად არის ჯანდაცვა ამ ქვეყნის ციხეებში. კერძოდ, სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებში მითითებულია (პრიორიტეტი 3):

პირადი ექიმი ყველა პატიმარს“: ჩვენ (სამინისტრო - კომენტარი ავტორის) აქტიურად განვაგრძობთ პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის სერვისის სამოქალაქო სექტორის სტანდარტებთან გათანაბრების მიზნით ყოვლისმომცველ რეფორმებს.’

ამისათვის სრულყოფილად დავნერგავთ პირველად ჯანდაცვას და ყველა პატიმარს ეყოლება პირადი ექიმი. გავხსნით ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებას. მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სრული კონტროლის ქვეშ იქნება მოყვანილი;’

უფრო მეტიც კი, ინტერნეტ კვლევის გაკეთებისას სამინისტროსა და ციხეთა დეპარტამენტის ინტერნეტ გვერდზე ვიპოვე ინფორმაცია რომ: ნებისმიერ მსჯავრდებულს სისტემაში ჰყავს პირადი ექიმი, რომელიც აფასებს მის მდგომარეობას შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობის უზრუნველყოფის მიზნით;

ყოველგვარი მიზნის გარეშე იმის შესახებ რომ მოვახდინო ამ სამინისტროსა თუ დეპარტამენტის დისკრედიტაცია და ტყუილებში დავადანაშაულო ისინი, გთხოვთ იხილეთ ბმული: http://www.penitentiary.ge/cms/site_images/pdf/Samedicino_Servisebi.pdf - აქ თქვენ სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებთ იმაზე თუ როგორ სერვისებს სთავაზობენ ციხეებში პატიმრებს (კლავაც, შეგშურდებათ ისეთი სერვისებია გარეთ რომ ვერასდროს მიიღებთ!).

საქმე იმაშია რომ, ციხეებში სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაციას ვერ მიიღებთ პირდაპირ შესაბამისი ინსტიტუციიდან; მსგავსის ინფორმაციის მოძიება უბრალოდ სამინისტროს ან დეპარტამენტის ინტერნეტ მისამართებზე შეუძლებელია, ისინი აქ არ არსებობენ. მიზეზი კი სავარაუდოდ იმაშია რომ ეს არის ნეგატიური ინფორმაცია, და უმჯობესია საზოგადოება პოზიტიური ინფორმაციით იკვებოს იმის შესახებ თუ რამდენად მომღიმარი სახეებით ხდება სამედიცინო მომსახურეობა ციხეებში (იხილეთ სამედიცნო მომსახურეობის ბრიფინგები ზემოთ მოცემულ ბმულებზე);

საკითხი დგება იმის შესახებ გამოაქვეყნებს თუ არა სამინისტრო 2011 წელში გარდაცვლილი პირების გარდაცვალების შესახებ დეტალურ ანგარიშებს და მოხდება თუ არა ინდივიდუალური ახსნა განმარტება გარდაცვლილის ახლობლებისა და ოჯახებისათვის იმისა თუ რა იყო მიზეზი კონკრეტულ შემთხვევებში გარდაცვალების. თუმცა, ეჭვი იმასთან დაკავშირებით რომ ავადმყოფობის საფუძველზე გათავისუფლება ციხეებიდან გადახედვასა და რეფორმებას საჭიროებს კვლავაც აქტუალური რჩება. ეს უფრო მეტიც, უკავშირდება ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის რეფორმირებას და ვიდრე ჩვენ რეფორმებს ვახორციელებთ 140 ადამიანი 22 601 -იან ციხეში ისე 'გვაკვდება' ვერაფერსაც რომ ვერ ვიგებთ (ინფორმაცია ბმულიდან: http://www.penitentiary.ge/index.php?action=page&p_id=106&lang=eng).

ციხეებში სიკვდილიალობაზე საქართველოს ყოფილი და მიმდინარე ომბუდსმენები საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდნენ. ნახეთ საპარლამენტო და სპეციალიზირებული ანგარიშები აქ: http://www.ombudsman.ge/index.php?page=21&lang=0#; აგრეთვე: http://www.ombudsman.ge/index.php?page=22&lang=0;

უფრო მეტიც, მიმდინარე ომბუდსმენმა მოახდინა ჯანდაცვის საკითხებზე სპეციალური ანგარიშის პრეზენტირება, სადაც პირდაპირი რეკომენდაციები გასწია შესაბამისი სამინისტროებისა და სხვა ინსტიტუციებისათვის ქვეყანაში მეტი ყურადღება გაამახვილონ ჯანდაცვის საკითხებზე დახურულ დაწესებულებებში. (იხილეთ: http://www.ombudsman.ge/files/downloads/ge/ktifezlljkytwmwbpggc.pdf); გარდა ამისა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო ათეულობით საქმეზე მსჯელობს საქართველოს წინააღმდეგ ჯანდაცვის საკითხებზე ციხეებში (ნახეთ: http://www.echr.coe.int/ECHR/homepage_en).

ინტენსიურ რეკომენდაციებს იძლევა აგრეთე ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი თავის ზოგად რეკომენდაციებში ციხეებში სიკვდილიანობაზე: http://www.cpt.coe.int/en/documents/eng-standards.pdf

როგორც ჩანს ხმა მღაღადებლისა რჩება უდაბნოსა შინა, ამიტომ უბრალო ინტერესის გამო შევეცადე პატარა კვლევა გამეკეთებინა იმაზე თუ რა კლავთ ადამიანებს ციხეში; და ხომ არ არის ქართული ციხეთა სიკვდილიანობა მოგონილი ამბავი რაზეც პიარ კამპანიებს ვახორციელებთ ჩვენ.

აღმოჩნდა რომ სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვაგვარად უდგებიან იმ საკითხს თუ რა შეიძლება იყოს სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ციხეებში. მაგალითად,

· დიდ ბრიტანეთში ციხეებში 2011 წლის განმავლობაში მოხდა 189 სიკვდილი, აქედან 57 იყო თვითმკვლელობა; ხოლო 108 - შემთხვევაში თითოეულ საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა; მეტი ინფორმაციისათვის ნახეთ: http://inquest.gn.apc.org/website/statistics/deaths-in-prison

იგივე წლის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში იყო 88,179 პატიმარი (2 დეკემბერი, 2011): www.parliament.uk/briefing-papers/SN04334.pdf

· ავსტრალიაში, ციხეებში გარდაიცვალა 68 ადამიანი 2003 წელს; ამავე წელს ქვეყანაში არსებობდა 24 000 პატიმარი.

მეტი ინფორმაცია იხილეთ: http://www.aic.gov.au/statistics/deathscustody/prison.aspx

· შვეიცარიაში, 16 წლის განმავლობაში გარდაიცვალა 266 ადამიანი (1984 -2000);

უფრო მეტი ინფორმაცია იხილეთ: http://www.uk.sagepub.com/cross/files/Chapter1-Article3.pdf; ამავე ბმულზე იხილავთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა არის ძირითადი მიზეზები სიკვდილიანობისა შვეიცარიის (და არა მარტო) ციხეებში.

რეკომენდაციები

· მოხდეს ინდივიდუალური სიკვდილის ფაქტის გამოძიება ციხეებში;

· მოხდეს გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიების ორგანიზება ადამიანის საერთაშორისო უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში;

· მოხდეს დამოუკიდებელი კომისიის შექმნა რომელიც დაკომპლექტებულ იქნება პროფესიონალების, მოწვეული ექსპერტების, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების წევრების მონაწილეობით რათა მოხდეს რეალური და ობიექტური გამოძიება სიკვდილიანობის ფაქტების;

· მოხდეს თითოეული ოჯახის იდენტიფიცირება და შესაბამისი სახელწიფო ვალდებულების შესრულება იმ პირების ოჯახების მიმართ რომლებიც გარდაიცვალნენ ღირსებისა და პატივის შემლახველ პირობებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

დამატებითი წყაროები ინფორმაციისათვის:

არაბუნებრივ სიკვდილზე ციხეებში ზოგადად იხილეთ აგრეთვე:

http://ncpsychology.weebly.com/uploads/4/7/8/4/4784501/dooley.pdf

დამატებითი წყარო ინფორმაციისა აგრეთვე არის: ჯანდაცვა ციხეებში საერთაშორისო სამართლის სტანდარტების შესაბამისად (ავტორი - რიკ ლაინს; 2008 წელი; გამოქვეყნებული ჟურნალში: საერთაშორისო ჟურნალი ციხეებიში ჯანდაცვის შესახებ);

სპეციფიური რეკომენდაციები საქართველოსთან მიმართებაში:

საქართველოს მიმართ რეკომენდაციები გაეროს ადამიანის უფებათა დაცვის კომიტეტის მიერ (2007 წელი);

წამების აღკვეთის კომიტეტის რეკომენდაციები (2006 წელი);

საქართველოს მიმართ გამოთქმული რეკომენდაციები სადაც საქართველომ მოახდინა უარყოფა ციხეებში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების რეკომენდაციაზე (სავარაუდოდ იმიტომ რომ რეკომენდაცია რუსეთის სახელმწიფოს მიერ იყო გაკეთებული): http://www.upr-info.org/database/index.php?limit=0&f_SUR=63&f_SMR=All&order=&orderDir=ASC&orderP=true&f_Issue=All&searchReco=&resultMax=25&response=&action_type=&session=&SuRRgrp=&SuROrg=&SMRRgrp=&SMROrg=

ავსტრალიის მიერ გამოთქმული რეკომენდაცია ჯანდაცვაზე მიღებული იქნა (რეკომენდაცია A - 105.36; აგრეთვე შვედეთI რეკომენდაცია # A - 105.37): http://www.upr-info.org/IMG/pdf/recommendations_to_georgia_2011.pdf